გამოგვიწერეთ

ნაკრები

დავით კერესელიძე: სიტყვებით რთულია ამ ემოციის გადმოცემა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში  ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 5 ივნისს ფარერის კუნძულების ნაკრებს, 8 ივნისს კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.

ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა ივნისის მატჩებისთვის, გაფართოებულ განაცხადში,  4 დებიუტანტს უხმო და მათ შორის გორის დილას 25 წლის მეკარე დავით კერესელიძეა.

Etablo.ge დავით კერესელიძეს დაუკავშირდა და ნაკრებში გამოძახების შემდეგ მოკლე კომენტარი ჩამოართვა.

სიტყვებით რთულია ამ ემოციის გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. თავიდან ცოტა შოკირებული ვიყავი. მიხარია, რომ იმ ბიჭების გვერდით მოვხვდი, რომლებმაც გასულ ზაფხულს მთელს ქვეყანას დიდი სიხარული მიანიჭეს.  არ ვიცი მომეცამა თუ არა სათამაშო დრო, მაგრამ   ნაკრებში ყოფნაც დიდი ბედნიერებაა.” – გვითხრა დავით კერესელიძემ  

კერესელიძე გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. წელს მან დილას მაისური 14-ჯერ მოირგო და 5  შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

საქართველო ფარერის კუნძულების შეხვედრა 5 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება. კაბი ვერდესთან მატჩს კი, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები