
კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც 2027 წელს კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა. ევროპის 32 ნაკრები რვა კალათაში განაწილდა, საიდანაც 24 საუკეთესო მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 საუკეთესო გავა.
საქართველო A ჯგუფში ესპანეთთან და იმ ორ ნაკრებთან ერთად მოხვდა, რომელთა ვინაობაც აგვისტოში გაირკვევა. ეს გახლავთ იმ გუნდების საკვალიფიკაციო ტურნირი, რომლებიც ევრობასკეტ 2025-ზე ვერ მოხვდნენ. დანარჩენი რვა ადგილი წინა-საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესოებისთვისაა.
სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს ნაკრებმა მომავალი მეტოქეები გაარკვია და… ვერც გაარკვია…
მივყვეთ ქვემოდან…
წინა-საკვალიფიკაციო ტურნირში ის 12 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ევრობასკეტზე არ არიან და ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: სლოვაკეთი, შვეიცარია, უკრაინა;
B ჯგუფი: ჩრ.მაკედონია, რუმინეთი, უნგრეთი;
C ჯგუფი: ნიდერლანდები, ავსტრია, ბულგარეთი;
D ჯგუფი: დანია, ნორვეგია, ხორვატია;
ეს 12 ნაკრები აგვისტოში საკვალიფიკაციო ტურნირს ითამაშებს და რვა საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის საგზურებს მოიპოვებს და წილისყრის შედეგად შედგენილ ჯგუფებში ჩასხდებიან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოს ამბავი გვაინტერესებს და ვიტყვით, რომ მსოფლიოს საკვალიფიკაციოს A ჯგუფში საქართველოსა და ესპანეთთან ერთად ითამაშებენ წინა-საკვალიფიკაციო ტურნირის A ჯგუფის (სლოვაკეთი, შვეიცარია, უკრაინა) გამარჯვებული და D ჯგუფის (დანია, ნორვეგია, ხორვატია) მეორეადგილოსანი.
საქართველოსთვის კი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2025 წლის ნოემბერში დაიწყება. რვა ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გადაინაცვლებს. ეს 24 კვალიფიცირებული ნაკრები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს და 2027 წლის თებერვალში 12 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც მუნდიალზე გავლენ.
ცნობილია დაწყვილებული ჯგუფებიც, რომელთა 3-3 საუკეთესოც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში გაერთიანდება. პირველი საკვალიფიკაციოდან გასულ გუნდებს ერთმანეთთან ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზე გადაყვებათ და დაუპირისპირდებიან მეწყვილე ჯგუფის სამ საუკეთესოს. ჩვენი ჯგუფი B ჯგუფთან არის შეკედლებული და იმ ექვსი ნაკრებიდან სამი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.
B ჯგუფში არიან: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის საკვალიფიკაციოდან გამარჯვებული.
საქართველოს ნაკრების კალენდარი კი ასეთია:
2025 წელი
27 ნოემბერი: საქართველო-უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი;
30 ნოემბერი: ესპანეთი-საქართველო;
2026 წელი
27 თებერვალი: ხორვატია/დანია/ნორვეგია-საქართველო;
2 მარტი: საქართველო-ხორვატია/დანია/ნორვეგია;
2 ივლისი: უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი-საქართველო;
5 ივლისი: საქართველო-ესპანეთი.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 25 წუთი agoკვარა: ბრაზილიური ტალანტი ყველასგან განსხვავებულია
გააზიარეთხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი კიდევ ერთ ტიტულს შეუტევს – ლუის ენრიკეს გუნდი ამჯერად საკონტინენტთაშორისო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 2 საათის agoსუპერლიგის მერვე ტური ლიდერების მარცხით დაიწყო
გააზიარეთსუპერლიგის მერვე ტური ლიდერებისთვის უიღბლოდ დაიწყო. ჯერ მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და სამივე ლიდერმა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 13 საათის agoFIFA-ს ვერსიით უსმან დემბელე საუკეთესოა
გააზიარეთკატარის დედაქალაქ დოჰაში FIFA-ს ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლევანდელი წლის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი