გამოგვიწერეთ

MMA

UFC თეთრ სახლში – ვიხილავთ კონორ მაკგრეგორის დაბრუნებას?

გააზიარეთ

2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, UFC ისტორიული ღონისძიების ჩატარებას გეგმავს — ორგანიზაცია შოუს თეთრ სახლში გამართავს. UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ღამე იყოს, რადგან არ გამოირიცხება ჯონ ჯონსისა და კონორ მაკგრეგორის დიდი დაბრუნება ოქტაგონზე.

კონორ მაკგრეგორს დაუსვეს კითხვა შესაძლო ბრძოლასთან დაკავშირებით, რაზეც ირლანდიელმა თავისთვის დამახასიათებელი სტილით უპასუხა:

„ახლა სახლში წავალ, თავს ბალიშზე დავდებ და დავისვენებ. დოპინგზე მაკონტროლებენ, უკვე სიაშიც ვარ. ვუბრუნდები ანტიდოპინგურ პროგრამას, ასე რომ მზად იყავით. კარგად დაიმახსოვრეთ — ვიღაც აუცილებლად დაზიანდება,“ – ამბობს მაკგრეგორი.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა ბოლოს 2021 წელს იჩხუბა, UFC 264-ის ფარგლებში, სადაც დასტინ პორიესთან მძიმე ტრავმა მიიღო, ფეხი მოიტეხა და ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

კონორის დაბრუნება დიდი ხანია მოსალოდნელია. ის მაიკლ ჩენდლერს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა დაგეგმილი ბრძოლა რამდენჯერმე გადაიდო სხვადასხვა მიზეზით.

ახლა, როგორც ჩანს, მაკგრეგორი მწყობრში ბრუნდება და თეთრ სახლში გამართული ღონისძიება შესაძლოა მისი დაბრუნების ადგილი გახდეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად MMA