გამოგვიწერეთ

MMA

UFC 318-ზე “ბრილიანტის” ბოლო ცეკვა შედგა

გააზიარეთ

რამოდენიმე საათის წინ, შტატ ლუიზიანას ქალაქ, ახალ ორლეანში, UFC-ის pay per view ღონისძიება, UFC 318 გაიმართა, სადაც დასტინ პორიემ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ საკუთარი კარიერის ბოლო ბრძოლა გამართა. ეს მებრძოლებს შორის რიგით მესამე დაპირისპირება იყო. სასწორზე BMF ქამარი იდო. აქამდე ორივე ბრძოლაში გამარჯვება პორიემ მოიპოვა, მაგრამ ამჯერად ისინი სულ სხვა სტატუსებით შეხვდნენ ერთმანეთს. გასულ დილას, ჩვენ თვალწინ ორი ლეგენდა იდგა – ერთი ბრუტალური ნოკაუტის შემდგომ დაბრუნებას და ახალ წონაში თავის დამტკიცებას ცდილობდა, მეორე კი 16-წლიანი კარიერის ბოლო ფურცელს წერდა.

თავიდანვე, ორივე მებრძოლმა აქტიურად დაიწყო და 2 წუთში, ჰოლოუეის შესრულებით, ბრძოლის პირველი ნოკდაუნი ვიხილეთ. ჰავაიელმა მეტოქე ლამის პირველივე რაუნდში დააფინიშა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, დასტინ პორიეს გათიშვა მარტივი საქმე არაა. “ბრილიანტმა” გაჭირვებით, მაგრამ მაინც წამოდგომა მოახერხა. მეორე რაუნდშიც ანალოგიური სიტუაცია ვიხილეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაუნდის ბოლოს ჰოლოუეიც აღმოჩნდა მიწაზე. პორიე მეორე მებრძოლია, ილია თოფურიას შემდეგ, რომელმაც მოახერხა “დალოცვილის” ნოკდაუნში გაშვება. დაპირისპირება ასევე საინტერესოდ გაგრძელდა, მაგრამ დრო და დრო, მაქსი ბევრად ნაკლებ შეცდომას უშვებდა და მეტოქეს კომბინაციების გატარების საშუალებას არ აძლევდა. ბრძოლის დამთავრებამდე 15 წამით ადრე, ორივე მეომარმა დროს ახედა, თითები ოქტაგონის ცენტრისკენ გაიშვირეს და როგორც BMF-ებს შეშვენით, “stand and bang” გამართეს. საბოლოოდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მაქს ჰოლოუეიმ დასტინ პორიე ეპიკურ ომში დაამარცხა და ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც BMF ქამარი დაიცვა.

UFC-მ პორიეს მოკლე ვიდეოკოლაჟი მიუძღვნა, რომელიც მისი კარიერის გამორჩეული მომენტებითა და სხვა მებრძოლების ინტერვიუებით იყო სავსე. დასტინმა არენაზე შეკრებილ მაყურებელს მადლობა გადაუხადა და ფრენკ სინატრას საკულტო სიმგერის, My Way-ს ფონზე ოქტაგონი ბოლოჯერ დატოვა…

 

 

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA