
UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონის დასსრულებამდე ორი ტური დარჩა. 14 ნოემბერს საქართველო მიხეილ მესხზე უნგრეთს დაუხვდება, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას ესტუმრება.
მადიართა იტალიელმა თავკაცმა, მარკო როსიმ თბილისში წამოსაყვანი 27 ფეხბურთელის სია გამოქვეყნდა და ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
მარკო როსი:
„გამოვიძახეთ ფეხბურთელები, რომლებსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ამჯერადაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინ ორი „ომი“ გველის. ჩვენი საწყისი გეგმა იყო წინა შემადგენლობიდან რაც შეიძლება მეტი მოთამაშის შენარჩუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი ან დაშავებულია, ან ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა საუკეთესო ფორმას ტრავმების გამო…
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს: საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიას კარგად ვიცნობთ, რადგან ორივესთან ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ. ველით, რომ საქართველო ოდნავ განსხვავებულ ტაქტიკას გამოიყენებს. ჩვენთან თამაშის მეორე ტაიმში მათ 4-2-3-1 სქემა გამოიყენეს. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ თავიდანვე ამ სქემით დაიწყებენ. მათი საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. მისი დონის ფეხბურთელის შეცვლა შეუძლებელია. თუმცა, მის ადგილზე კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელია – გიორგი კვერნაძე, რომელიც იტალიურ ფროზინონეში თამაშობს. მთლიანობაში, საქართველო ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით საშიში საკუთარ მოედანზე და თითქმის დანამდვილებით, უფრო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, ვიდრე პუშკაშ არენაზე“.
უნგრეთის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ბენჩე გუნდელ-ტაკაში (ზალაეგერსეგი), არმინ პეჩი (ჰარტბერგი), ბალაშ ტოტი (ბლექბერნი);
მცველები: ბენდეგუჟ ბოლა (რაპიდი), მარკ შინგერი (გრონინგენი), მილოშ კერკეზი (ლივერპული), აკოს მარკგრაფი (კოპენჰაგენი), ჟოლტ ნადი (პუშკაშ აკადემია), ვილი ორბანი (ლაიპციგი), ატილა ოშვატი (ფერენცვაროში), ბენჩე ვარკონი (ყარაბაღი), ატილა სალაი (პოგონი);
ნახევარმცველები: პეტერ ბარათი (სიგმა), არონ ჩონგვაი (სენტ ეტიენი), მილან პეტო (პაკში), ანდრაშ შაფერი (უნიონი), კალუმ სტაილსი (ვესტ ბრომვიჩი), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული), რაიმუნდ ტოტი (ქონიასპორი), იოჟეფ ურბლიკი (ვაშაში), მილან ვიტალისი (აეკი);
თავდამსხმელები: გაბორ იურეკი (მტკ), დანიელ ლუკაში (პუშკაშ აკადემია), დამირ რეჯიჩი (ზალცბურგი), როლანდ შალაი (გალათასარაი), აკოშ შენდრეი (დებრეცენი), ბარნაბას ვარგა (აეკი).
შეგახსენებთ, ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფს ჩრდილოეთ ირლანდიას 8 ქულა აქვს; უნგრეთი 7 ქულით მეორეა; უკრაინას 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა; საქართველო კი 2 ქულით ბოლოა.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 32 წუთი agoმარკო როსი: საქართველო საკუთარ მოედანზე საშიშია
გააზიარეთUEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონის დასსრულებამდე ორი ტური დარჩა. 14 ნოემბერს საქართველო მიხეილ მესხზე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 22 საათის agoგიორგი მიქაუტაძე: კვარა უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა
გააზიარეთჩემპიონთა ლიგის ძირითადი ჯგუფის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს დაუხვდება....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 22 საათის agoქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის მეტოქეები შეიტყო
გააზიარეთ3 ნოემბერს, ნიონში 2027 წლის ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები C ლიგის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი