გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზაფხულის ტესტებზე ახალი კვაჭით

გააზიარეთ

ცხელი სარაგბო  ზაფხული მოახლოვდა. საკლუბო ტურნირები ნელ-ნელა სრულდება და ივლისში უკვე სტარტს სანაკრებო ტესტები აიღებს. ასევე, წელს ბრიტანელი&ირლანდიელი ლომების ავსტრალიური ტურნე გაიმართება. “ლომები” ყოველ  ოთხ წელიწადში იკრიბებიან და მატჩებს მართავენ. წლევანდელი ტურნე ქართველებისთვის განსაკუთრებულია, რადგან მასზე ნიკოლოზ ამაშუკელი  იმსაჯებს.

რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ გუნდს.  ბორჯღალოსნები   ჯერ ირლანდიას უმასპინძლებენ, შემდეგ  კი სამხრეთ აფრიკაში ჯერ აფრიკულ ფრენჩაიზ “ჩიტასს” შეხვდებიან, რასაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან ტესტი მოყვება.

Etablo.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, რიჩარდ ქოქრილმა ზაფხულის ტესტებისთვის  ფრანგული მონტობანის 25 წლის კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე გამოიძახა.

ქართველი ჰუკერი ფრანგული პერპინიანის საკუთრებაა და წლევანდელ სეზონში  TOP 14-ში ორი მატჩი (54 წუთი) ჩაატარა, ერთხელაც ევროპის ჩელენჯ თასზე სამხრეთ აფრიკულ ჩიტასთან ითამაშა.

იანვრიდან ქართველი მორაგბე Pro d2-ის კლუბ მონტობანს იჯარის წესით შეუერთდა და 7 ივნისს Top 14-ის საგზურის მოსაპოვებლად გრენობლს დაუპირისპირდება.  მონტობანში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (509 წუთი)  და 1 ლელო მიითვალა.  ერთხელ მიდი ოლიმპიკის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

ჯინჭარაძის პროფესიონალური სარაგბო კარიერა  2018 წელს გორის ჯიქის შემადგენლობაში დაიწყო, საფრანგეთში კი, სხვადასხვა დროს, პერპინიანის, ნარბონის და მონტობანის ღირსებას იცავდა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები