გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

22 წლის შემდეგ – იბერია ჯგუფში გაბრწყინდა

გააზიარეთ

იბერია 1999 ევროპის რომელიმე ტურნირის ძირითად ტურნირზე ითამაშებს. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დედაქალაქელებმა ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნე დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და მინიმუმ კონფერენს ლიგის მთავარ ტურნირზე თამაში გაინაღდეს. გადამწყვეტი გოლი ნიკა სიხარულაშვილმა შეაგდო. იქამდე კი…

პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა 24-ე წუთზე შექმნეს. მეთიუ ლასტის დარტყმის შემდეგ ბურთი მაკარიძის კარს მცირე მანძილით აცდა.

26-ე წუთზე ლარნეს კარი გოლს გადაურჩა: ბედოშვილის ცრუ მოძრაობებს საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა. ნაჭყებიას დარტყმული კი, მეკარე ფერგიუსონმა მოიგერია.

ამის შემდეგ იბერიამ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ბურთს ძირითადად ჩვენი გუნდი აკონტროლებდა: 33-ე წუთზე ნაჭყებიამ გაისროლა. ფერგიუსონმა რეაგირება ვერ მოახერხა, მაგრამ ბურთი ლარნეს კარში არ აღმოჩნდა.
44-ე წუთზე კუციას შესრულებული ჯარიმა არაზუსტი გამოვიდა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში დასაწყისში გოლის გატანა იბერიას მართებდა – ჯინჯოლავას კარში დარტყმული ბურთი ფერგიუსონი ცუდად მოგერიებული კარისკენ გაგორდა, მაგრამ ზედ კარის ხაზზე ლარნეს მცველები გაჩდნენ და სახიფათო მომენტი გაანეიტრალეს.

74-ე წუთზე იბერია მაინც დაწინაურდა: ვახო ბედოშვილმა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს გარედან მოხდენილი დარტყმით ბურთი კარის ბადეში გაახვია.

ქართველებს ჯერ გოლის აღნიშვნა არ დაგვესრულებინა, როდესაც ლარნემ ანგარიში გაათანაბრა: შეცვლაზე შესულმა 19 წლის ჯეიმს სიმპსონმა ქართული გუნდის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

102-ე წუთზე იბერია წინ კიდევ ერთხელ გავიდა: ნიკოლოზ დადიანის კარგი პასი და სიხარულაშვილის გოლი.

მეორე დამატებით ტაიმში ლარნე ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერ შეძლო და ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფში 22-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

იბერია 1999 ისტორიაში პირველად ევროპის ტურნირის ძირითად ტურნირზე გავიდა. თუმცა, ჯერ ევროპა ლიგის ფლეი ოფია. იბერიელები  პოლონურ იაგელონიასა და გლაზგოს რეინჯერსს შორის ორრაუნდიან ბრძოლაში მოგებულს გაეჯიბრება. ამ გუნდების პირველი მატჩი ჩეხეთში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. საპასუხო 13 აგვისტოს გლაზგოში გაიმართება.

ევროპა ლიგა

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

იბერია 1999-ლარნე 2:1 (დდ)

პირველი მატჩი 0-0

თბილისი. მიხეილ მესხი

1-0 ბედოშვილი (74), 1-1 სიმპსონი (76), 2-1 სიხარულაშვილი (102)

იბერია 1999: მაკარიძე, სელიმოვიჩი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 91) ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, დადიანი, კუცია (ბართიშვილი 65), ქარდავა (ალჰასანი 77), სიხარულაშვილი (ენდე 115), ბედოშვილი (ძაგანია 77), ნაჭყებია (კულიევი 115)
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.

ლარნე: ფერგიუსონი, ქოლგროუი (102′ უოლასი), რიდლი, ბერტი, დონელი, დოჰერტი (სიმპსონი 65), გალაჰერი, გრეჰემი, ლასტი (უკეკი 78), სლოუნი (მაკენეფი 78), გიბსონი (ო’ნილი 64)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები