გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერია ლარნესთან მატჩისთვის მზადაა

გააზიარეთ

დღეს, იბერიას 1999 ევროპა ლიგის მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ჩემპიონი ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილობრივ ლარნეს დაუპირისპირდება.

იბერიას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ჩრდილოეთ ირლანდიაში დღეს გამთენიისას ჩავიდა.
ქართული გუნდის თამაში 23:00 საათზეა დანიშნული.

ლარნე – იბერია 1999-ის მატჩი ქართულ და ჩრდილოეთ ირლანდიურ კლუბებს შორის ისტორიაში მეხუთე ოფიციალური მატჩი იქნება. წინა ოთხ შეხვედრაში ქართული კლუბი არ დამარცხებულა.

ლარნე და იბერია ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრიან. ჩრდილოეთ ირლანდიის კლუბ ლინფილდთან კი ორმა ქართულმა კლუბმა თბილისის დინამომ და ქუთაისის ტორპედომ ითამაშა.

1993-94 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი მატჩი ევროთასებზე ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდთან ჩაატარა. თბილისში 2:1 გაიმარჯვა და სტუმრად გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მართალია, 1993 წელს თბილისის დინამო
უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, შემდეგ ეტაპზე არ დაუშვეს, თუმცა ლინფილდთან ჩატარებული ორი მატჩი ოფიციალურ სტატისტიკაში ითვლება.
ტორპედოსა და ლინფილდის გზები 2001-02 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა. მაშინ იმერლებმა შინ, 1:0 მოიგეს ხოლო სტუმრად, მეტოქესთან უგოლოდ გაიყარნენ.

იბერიამ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში ტალინის ფლორას სძლია და შემდეგ სლოვაკურ სლოვანთან ორრაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა.
ლარნე კი სან მარინოს ტრე ფიორის ბარიერი გადალახა. სერბულ ცრვენა ზვეზდასთან ჯამში 0:9 განადგურდა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები