გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დინამოს ყველაზე მძიმე ევრომარცხების TOP 10

გააზიარეთ

თბილისის დინამო კონფერენს ლიგაზე ვილნიუსის ჟალგირისთან 2:7 განადგურდა. ეს დინამოსთვის ევროთასების ისტორიაში ყველაზე მძიმე მარცხია. დინამოს ევროთასებზე შვიდი გოლი ერთ მატჩში, აქამდე არასდროს გაუშვია. ჟალგირისთან  მატჩამდე დინამოსთვის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება 1:6 იყო. ასეთი ანგარიშით დინამომ ლევერკუზენის ბაიერთან და ფარერის კუნძულების კლუბ კლასვიკთან წააგო.

ლონდონის ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია, რომელმაც დინამო საბჭოთა კავშირის პერიოდშიც გაანადგურა და დამოუკიდებლობის მოპოვების ჟამსაც.

ესეც TOP ათი ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება დინამოს ისტორიაში:
1. ჟალგირისი (ლიეტუვა) 7:2 დინამო (თბილისი) (2026) – კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო;
2. კლაკსვიკი (ფარერები) 6:1 დინამო (თბილისი) (2020) – ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო;
3. ლევერკუზენი (გერმანია) 6:1 დინამო (თბილისი) (1997) – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო;
4. ტოტენჰემი (ინგლისი) 5:1 დინამო თბილისი (1973) – უეფას თასი;
5. დინამო (თბილისი) 0:5 ტოტენჰემი (ინგლისი) (2013) – ევროპა ლიგის ფლეი-ოფი;
6. მაკაბი (ჰაიფა ისრაელი) 5:1 დინამო (თბილისი) (2021) – კონფერენს ლიგა;
7. ფეიენოორდი (ნიდერლანდები) 4:0 დინამო (თბილისი) (2019) – ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო;
8. რაპიდი ვენა – დინამო თბილისი 5:0 (2004) – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო;
9. ბოავიშტა (პორტუგალია) 5:0 დინამო (თბილისი) (2001) – ჩემპიონთა ლიგა;
10.ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 5:2 დინამო (თბილისი) (2009) – ევროპა ლიგა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები