გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ვიზები არაფერ შუაშია, იბერია სირცხვილს გადაურჩა

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 დღეს ევროპალიგის მესასმე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნეს ესტუმრება.

ამ დროისთვის გუნდი უკვე ადგილზეა, მაგრამ ბელფასტში ჩასვლა დაგვიანებით მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ ბრიტანეთის საკონსულომ არ მისცა ვიზები იბერიას ფეხბურთელებს, შემდეგ ჩრდილოირლანდიელებმა გუნდის თვითმფრინავს დაფრენის უფლება.

თურმე საქმე სულ სხვაგვარად იყო და დიდ სირცხვილსაც გადავურჩით. ჩვენი ინფორმაციით, იბერიას ხელმძღვანელობამ ჩარტერული რეისისთვის ეგვიპტური საშუამავლო კომპანია დაიქირავა, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და იბერიას ბელფასტში ჩასვლაზე პრობლემები ამის გამო შეექმნა.

ასე რომ, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩაუსვლელობა და მატჩის ჩაშლა კლუბის პასუხისმგებლობით ხდებოდა, რის შემდეგ UEFA-ს სადისციპლინო ორგანოებს უფლება ჰქონდათ იბერიასთვის ტექნიკური მარცხი ჩაეთვალათ და დამატებითი სადამსჯელო ზომებიც მიეღოთ…

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები