გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ქოჩორაშვილის და ლომინაძის მეორე ტაიმი

გააზიარეთ

პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ქართველ ფეხბურთელთა გუნდების დაპირისპირება კი შედგა, თუმცა ორივე მათგანი მატჩს სათადარიგოთა სკამზე შეხვდა.

ნოდარ ლომინაძის ეშტორილი შინ გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგს დაუხვდა და 0:1 წააგო. როგორც უკვე ავღნიშნეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილან და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩდნენ.

ქოჩორაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა, ხოლო ლომინაძე მწვრთნელმა მინდორზე 64-ე წუთზე შეუშვა. ქართველ ფეხბურთელებს შეტევაში რაიმე მნიშვნელოვანი არ გაუკეთებიათ, თუმცა არც რაიმე უხეში შეცდომა დაუშვიათ.

ამ გამარჯვებით სპორტინგი კი გალიდერდა, მაგრამ მდევარი პორტუც იქვეა, ხოლო ეშტორილი მე-13 ადგილზეა.

მომდევნო მატჩი გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ნაპოლის წინააღმდეგ 1 ოქტომბერს დიეგო არმანდო მარადონაზე ექნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი