გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქოჩორაშვილი: სევილიაში თამაში ბავშვობის ოცნებაა

გააზიარეთ

სევილიამ ახალწვეული, გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა, სადაც ჩვენებურმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა. სხვა ამბებთან ერთად, ქართველმა ფეხბურთელმა 2015 წელს, თბილისში ჩატარებული UEFA-ს სუპერთასის მატჩიც გაიხსენა, სადაც სევილია ბარსელონასთან (4:5) უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხდა.

გიორგი ქოჩორაშვილი:

“საქართველოში ხშირად არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ მაღალი დონის თამაშებს სტადიონზე ვუყუროთ. ორი მატჩი რაც ვნახე, იყო 2011 წელს ესპანეთთან და მეორე UEFA-ს სუპერთასი, სადაც სევილია ბარსელონასთან დამარცხდა. ეს დღე კარგად მახსოვს, რადგან შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები არ მქონდა და მას დიდხანს ველოდებოდი. მატჩის დაწყებამდე ორი საათი იყო დარჩენილი როცა მითხრეს, რომ თამაშზე წავიდოდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა. ამ ბილეთს სახლში დღემდე ვინახავ. ასე რომ პატარაობიდანვე, 12-13 წლის ასაკიდან უკვე ვიცი სევილიას შესახებ. ამ დიდ და ტიტულოვან კლუბში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენაა, ამას გულწრფელად ვამბობ. გუშინ როცა სახლში მივდიოდი, არ ვიცი გუნდის ჰიმნს რამდენჯერ მოვუსმინე, რადგან ჩემი ნაწილი გახდეს. ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ მათი, ვინც ჩემს ტრანსფერზე იმუშავა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სევილიას ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მეც აქ მოსახვედრად მაქსიმუმი გავიღე.

სევილია ნიშნავს – არასოდეს დანებდე, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცუდადაა და შეიძლება ყველაფერი ცუდად იყოს. აქ თამაშობდნენ დიდი ფეხბურთელები, გუნდში არის გარემო, სადაც ერთმანეთს ვენდობით, გვერდში ვუდგავართ სწორედ ეს აქცევს სევილიას უნიკალურად და ეს აკავშირებს ჩემთან ამ გუნდს.

პატარაობისას ჩემს ოთახში წარწერა მქონდა – არასოდეს დანებდე!, რაც ამ გუნდშიც ხშირად გვესმის. ასე რომ, არასოდეს დავნებდები და არც სევილია დანებდება”.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები