გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შემოვიდა და გაიტანა – ანზორის პირველი

გააზიარეთ

სასიხარულო ამბავი მოვიდა რუმინეთიდან, სადაც ადგილობრივი ჩემპიონატის მე-13 ტურში უნივერსიტატიამ საკუთარ მოედანზე უნირეა 3:1 დაამარცხა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან გატანილი გოლით თავი ანზორ მექვაბიშვილმა გამოიჩინა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრები ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. ის მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში ფრე გახლდათ და მანაც მალევე შორეული ზუსტი დარტყმით უნივერსიტატია 2:1 დააწინაურა.

მიმდინარე სეზონში უნივერსიტატიას რიგებში ეს მექვაბიშვილის პირველი გატანილი გოლია, ისე კი რუმინეთის ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 17 მატჩში ექვსი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

დღესდღეობით უნივერსიტატია სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეორე ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი