გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შოთა არველაძე – ეს ღირებული გამარჯვებაა

გააზიარეთ

თურქეთის სუპერლიგაში ქაშიმფაშას უკვე მიჯრით ოთხი მატჩია არ წაუგია. ეს ამბავი კი ნამდვილად გვახარებს, რადგან გეცოდინებათ იქ მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე მუშაობს.

ქართველი სპეციალისტის გაწრთვნილმა გუნდმა ამჯერად გამარჯვება იზეიმა, სტუმრად დაამარცხა რა რიზესპორი ანგარიშით 2:1.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძე თურქულ მედიასთან ცხადია კმაყოფილი ჩანდა:

„მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მითუფრო თუ ამას ბოლო წუთებზე ახერხებ. ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველისგან განსხვავებით, მეორე ნახევარი ცუდად დავიწყეთ და გოლიც გავუშვით. ასეთ დროს მობილიზება ადვილია რ არის, რადგან მეტოქე ფრთაშესხმულია და ორმაგი მოტივაციით გეთამაშება.

კარგია, რომ ზეწოლას გავუძელით და სულაც შინ სამი ქულით ვბრუნდებით. ეს უდავოდ ღირებული გამარჯვებაა. ვულოცავ გუნდს და გულშემატკივრებს“ – აღნიშნა ქართველმა მწვრთნელმა.

შვიდი ტურის შემდეგ ქაშიმფაშა რვა ქულით მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩში შოთა არველაძის შეგირდები 5 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ქონიასპორს დაუხვდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი