გამოგვიწერეთ

ნაკრები

ავთო ასათიანი: სანამ შანსია, ბოლომდე ვიბრძოლებთ

გააზიარეთ

25 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მასპინძელ არენაზე ივარჯიშა.

მოახლოებული თამაშის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა გიორგი ღავთაძემ გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი

„ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს ვაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ჯგუფიდან გასვლის შანსი იარსებებს. ორი რთული მატჩი გველის, მაგრამ ჯერ მხოლოდ ხორვატიაზე ვფიქრობთ. ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვექნება, თუ მეტოქეს ჩვენს თამაშს მოვახვევთ“.

გიორგი ღავთაძე

„აუცილებლად გვჭირდება ხორვატიასთან გამარჯვება. მეტოქე ძალიან ძლიერია და რთული თამაში გველის. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

ხორვატია-საქართველოს მატჩი 25 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები