გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს ფუტსალის ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე შეხვედრა იტალიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართა.

რენდეში ჩატარებული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გოლები ჯანიკო გიორგაიას და ვახტანგ კეკელიას ანგარიშზეა.

ჯგუფს იტალია და კოსოვო 3-3 ქულით ლიდერობენ და თითო მატჩი აქვთ ჩატარებული; ავთანდილ ასათიანის გუნდი კი, ორი მატჩის შემდეგ უქულოდ. არის; შეგახსენებთ, ჩვენები პირველ ტურში კოსოვოსთან ასეთივე ანგარიშით შინ დამარცხდნენ.

მეინ რაუნდის მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, კოსოვოსთან სტუმრად ვითამაშებთ; ჯგუფურ ეტაპს კი, 2 მარტს, იტალიასთან საშინაო შეხვედრით დავხურავთ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები