გამოგვიწერეთ

ნაკრები

ავთო ასათიანი: ჩემი გუნდით ვამაყობ

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში საფრანგეთთან (1:3) მარცხით დაასრულა. მატჩის შემდეგ კომენტარები ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ერთადერთი გოლის ავტორმა, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი:

„ვამაყობ ჩემი გუნდით – თითოეულ თამაშში ბოლომდე იბრძოლეს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება იყო, ბევრი რამ ისწავლეს და მომავალში დიდ ტურნირებზე უფრო ძლიერები დაბრუნდებიან. მადლობას ვუხდით უეფა-სა და მასპინძელ ქვეყნებს ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.

საფრანგეთის სახით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით. მთელი თამაში ველოდით ჩვენს შანსს. 1:2-ზე გათანაბრების კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასეთ დროს გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

ნიკოლოზ გაბრიჩიძე:

„ძალიან რთული თამაში იყო. ბოლომდე ვიბრძოლეთ, შანსები უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრები უძლიერესი გუნდია და გამარჯვება დაიმსახურეს.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან კარგი გამოცდილება იყო, იმედი მაქვს, რომ დიდ ტურნირზე მომავალში კიდევ არაერთხელ ვითამაშებთ“.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები