
საქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ მესხზე, 21:00 საათზე დავუხვდებით.
მატჩისთვის მზადების ფარგლებში, რამაზ სვანაძის კრებულმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა – გუნდთან ერთად მხოლოდ სანდრო ალთუნაშვილს არ უვარჯიშია.
მოახლოებული მატჩებისა და ეროვნული ნაკრების მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.
ბუდუ ზივზივაძე:
„ახალ მთავარ მწვრთნელს ამ შეკრებაზე უკვე სრულფასოვანი კვირა აქვს იმისთვის, რომ თავისი იდეები და ხედვები გაგვიზიაროს, ჩვენ კი ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. ვფიქრობ, შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ვცდილობთ.
რაც შეეხება თამაშებს, ეროვნულ ნაკრებში თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა, ამ პერიოდში და იმ ვითარებაში, რომელშიც სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ვიმყოფებით. ევროპის ჩემპიონატის წილისყრისთვის მნიშვნელოვანია, თუ რომელ ადგილზე დავასრულებთ ჯგუფურ ეტაპს.
ვეცდებით, ამ ორ მატჩში მწვრთნელის ყველა დავალება მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ, რომელიც აქამდე არაერთხელ უგრძვნია“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზტეპე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბთ);
მცველები: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, MLS), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო, ესპანეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფს რვა ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს; შვიდი ქულით მეორე ადგილზე უნგრეთია; მესამე უკრაინაა – ოთხი ქულა; საქართველოს ორი ქულა აქვს და ბოლოა.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 4 საათის agoბორჯღალოსნების საიუბილეო შემადგენლობა
გააზიარეთ14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. მსოფლიო რაგბის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 7 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ჯგუფში ადგილს მნიშვნელობა აქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoნაკრებში ვირუსია – სვანაძეს საფიქრალი მოემატა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი