
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში განაგრძობს მზადებას. 10 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა ისევ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
გიორგი ქოჩორაშვილი უნგრეთთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, თუმცა, მსუბუქი ტრავმაც აწუხებს და ბოლო ტურის მატჩისთვის გამო ინდივიდუალური პროგრამით ემზადება; არ უვარჯიშიათ საბა გოგლიჩიძესა და გიორგი მიქაუტაძეს. დღეიდან საწვრთნელ პროცესში საბა საზონოვი და ნიკა გაგნიძე ჩაერთვებიან.
უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის სამი დებიუტანტი ემზადება. გიორგი მოისწრაფიშვილმა, გიორგი მაისურაძემ და ნოდარ ყალიჩავამ ტრადიციული სიმბოლური სანაკრებო საჩუქრები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან, ალექსანდრე იაშვილისგან, მიიღეს.
გიორგი მოისწრაფიშვილი:
„მადლობარამაზ სვანაძესა და სამწვრთნელო შტაბს ნდობის გამოცხადებისთვის. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც საოცარი გრძნობა იყო, როდესაც მითხრეს, რომ ეროვნულ გუნდში ვიყავი გამოძახებული. ჩემი თამაშით, ჩემი შრომით მინდა, რომ ამ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ერთად გვითამაშია და გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს“.
გიორგი მაისურაძე:
„საჩუქარი, რომელიც ნაკრებისგან მივიღე, სახლში საპატიო ადგილს დაიკავებს. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ხარ, როდესაც ნაკრებში გიძახებენ. ძალიან მონდომებული უნდა იყო და მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს, რომ მენდო. ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო და მაქსიმუმს გავაკეთებ ამ ნაკრებისთვის“.
ნოდარ ყალიჩავა:
„ნაკრებში გამოძახებით ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა სამწვრთნელო შტაბს. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და, როგორც კი მექნება შანსი, გუნდს დავეხმარო, ყველაფერს გავაკეთებ“.
საქართველო-უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზტეპე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბთ);
მცველები: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, MLS), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო, ესპანეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფს რვა ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს; შვიდი ქულით მეორე ადგილზე უნგრეთია; მესამე უკრაინაა – ოთხი ქულა; საქართველოს ორი ქულა აქვს და ბოლოა.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 4 საათის agoბორჯღალოსნების საიუბილეო შემადგენლობა
გააზიარეთ14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. მსოფლიო რაგბის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 7 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ჯგუფში ადგილს მნიშვნელობა აქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoნაკრებში ვირუსია – სვანაძეს საფიქრალი მოემატა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი