გამოგვიწერეთ

ნაკრები

ნაკრებში ვირუსია – სვანაძეს საფიქრალი მოემატა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას გიორგი ქოჩორაშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომლებიც საერთო ჯგუფს 12 ნოემბრიდან შეუერთდებიან. ვირუსის გამო არ უვარჯიშიათ სანდრო ალთუნაშვილს და გიორგი მიქაუტაძეს.

უნგრეთთან და უკრაინასთან გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებელი პროცესისა და მოახლოებული შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა.

ანზორ მექვაბიშვილი:

„ორ რთულ მატჩს ველოდებით. დანაკლისი, რა თქმა უნდა დიდია, მაგრამ ეს იქნება შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თამაშში მონაწილეობას მიიღებენ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ და პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ, მაგრამ მოახლოებულ მატჩებში წარმატების მიღწევა მნიშვენლოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ.

ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით მეტი დრო გვაქვს. ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია და რომლებიც განვლილ შეხვედრებში ისე ვერ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ველოდებით გულშემატკივარს და იმედი გვაქვს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზტეპე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბთ);

მცველები: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, MLS), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო, ესპანეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).

ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფს რვა ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს; შვიდი ქულით მეორე ადგილზე უნგრეთია; მესამე უკრაინაა – ოთხი ქულა; საქართველოს ორი ქულა აქვს და ბოლოა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები