გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ალეკსანდრ ჯიკიჩი: თაობათა ცვლის პროცესი გარდაუვალია

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩში უკრაინასთან (79:92) მარცხის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა ისაუბრა.

„ბევრი შეცდომა დაუშვით, განსაკუთრებით მოხსნებში და სწრაფ შეტევებში დავიჩაგრეთ. ამ მხრივ კარგი სტატისტიკა მხოლოდ პირველ მეოთხედში გვქონდა, შემდეგ კი, სხვაობა თვალსაჩინო გახდა. საწყის მეოთხედში მოხსნებში 15:5 დავაწინაურდით, დარჩენილ დროში კი მეტოქემ 40:18 გვაჯობა. მათი სწრაფი იერიშების კონტროლიც ვერ მოვახერხეთ და სამწამიანი ზონიდანაც ბევრი ქულა მივიღეთ. ასეთ ფონზე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. როდესაც მეტოქეს 92 ქულის ჩაგდების საშუალებას აძლევ, რთულია, რაიმე კარგს ელოდო. მარცხის რამდენიმე მიზეზი იყო, მათ შორის დაღლილობაც. ამ ტიპის ფანჯრების დროს რაიმეს ძირეულად შეცვლისთვის ძალიან მცირე დროა. მაკფადენს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, შეთამაშებისთვის მეტი დრო გვქონოდა. მოთამაშეების ძირითადი ნაწილი ესპანეთიდან ჩამოვიდა. ბევრი ვარჯიში არ გვქონია. ჩვენი საფირმო ნიშანი დაცვაში ხისტი თამაში და მოხსნებზე მუშაობაა. დღეს ეს არ გამოვიდა… გასული ევრობასკეტიც წაგებით დავიწყეთ და ოპტიმიზმს მაინც ვინარჩუნებ. ჯგუფიდან ხომ სამი ნაკრები გადის. მჯერა, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია და მიზნის მიღწევაც შესაძლებელია. ზოგადად, თაობათა ცვლა ნორმალური პროცესია და ეს საქართველოს ნაკრებშიც გარდაუვალია. შეიძლება წაგებები დაიწყო, მაგრამ ისევ მოგებათა გზას დაადგები. ეს პრობლემა ბევრ ევროპულ ნაკრებს აწუხებს. ვინ შეცვლის შერმადინს, შენგელიას, სანაძეს? ეს რთული ამბავი იქნება. გაითვალისწინეთ, საქართველოს ნაკრების ლიდერები წლებია უმაღლეს დონეზე თამაშობენ და უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ. პროგნოზის გაკეთება ნამდვილად რთულია“, – თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 30 ნოემბერს, ესპანეთთან სტუმრად უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი