გამოგვიწერეთ

კალათბურთი

აინარს ბაგაცკისი: ბოდიში ქართველებს

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა საქართველოსთვის და შინ უკრაინასთან 79:92 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ უკრაინის ნაკრების ლატვიელმა თავკაცმა აინარს ბაგაცკისმა ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრები ფავორიტად ითვლებოდა. მატჩის დასაწყისში თითქმის არაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ დაცვაში თამაში დავალაგეთ და ფიზიკური მომზადების ხარჯზე სიტუაცია გამოვასწორეთ. მეორე ტაიმში მოვძებნეთ გზები, რათა სასურველი პოზიციებიდან შეგვეტია. საერთო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ დიდი შესვენების შემდეგ, მოედანზე დომინანტი უკრაინის ნაკრები იყო. ჩვენი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა მოხსნებში, ხოლო როდესაც ამ კომპონენტში ყველაფერი წესრიგში გაქვს, სწრაფ შეტევებში გადასვლაც გიადვილდება.

მინდა ყველამ კარგად გაიგოს, რომ ასეთ დარბაზში, ამდენი მაყურებლის თვალწინ და ასეთი წნეხის ქვეში თამაში ძალიან რთულია. თუმცა, ამ გამოწვევას გავუმკლავდით. ბევრი ახალი სახე გვყავდა და იმაზე მეტი გამოცდილება მიიღეს, ვიდრე მთელს წინა ცხოვრებაში. გარკვეულწილად, ბოდიშიც კი მინდა მოვუხადო ქართველებს, რომ მათი ნაკრები დავამარცხეთ.

თქვენ ორი გამორჩეული კალათბურთელი გყავთ. პირველი გიორგი შერმადინია, რომელიც ქართული კალათბურთის ნამდვილი ლეგენდაა და შინ ბოლო სანაკრებო მატჩს თამაშობდა. მეორე კი შენგელიაა, რომელზეც ასევე გამორჩეულად უნდა ვისაუბრო. დამიჯერეთ, მთელს მსოფლიოში სულ რამდენიმე კალათბურთელი იქნება, ვინც იმავეს გააკეთებს, რაც მან ჩაიდინა. ღამით ევროლიგაში ითამაშა, დღეს თავი ეროვნულ გუნდს მიუძღვნა. მე ყოველთვის ვიძახი, რომ ნაკრებში თამაში ერთის მხრივ სიამაყის მომტანია, მეორეს მხრივ კი, გარკვეულწილად ვალდებულება, რომელიც შენ ქვეყნის მიმართ გაქვს“, – თქვა ბაგაცკისმა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი