გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ქართველი მსაჯები ევროპულ მატჩებზე

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ქართველი მსაჯები რამდენიმე ევროპულ მატჩს მოემსახურებიან.

უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს პოლონურ ლეგიასა და ბერძნულ პაოკ-ის მთავარი არბიტრი ალეკო აფციაურია, მას ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და ბორის ჟვანია გაუწევენ. მატჩი 25 ნოემბერს, პოლონეთში გაიმართება.

19 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს განსჯიან თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი. ქართველი მსაჯები B6 ჯგუფის სამ თამაშზე იმუშავებენ: ჯგუფში მასპინძელი მალტა, ისრაელი, ლატვია და ყაზახეთი ასპარეზობენ. ტურნირი 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

27 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის მატჩზე იმუშავებს სფფ-ის მსაჯთა განყოფილების უფროსის მოადგილე ლევან ფანიაშვილი, რომელიც თელ-ავივის მაკაბისა და ლიონის შეხვედრაზე მსაჯთა დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. მატჩი სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები