გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

არსენალი ახალ ტრანსფერზე ფიქრობს – მიზეზი ცნობილია

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის არსენალი საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა, ბევრის აზრით, მაინც არასაკმარისად, რადგან მიკელ არტეტას გუნდს შეტევის მარცხენა ფლანგი ჯერ კიდევ არ გაუძლიერებია, რაც ზაფხულის დასაწყისში პრიორიტეტულად მიიჩნეოდა.

ერთი შეხედვით, მეთოფეებისთვის წლევანდელი საზაფხულო ფანჯარა დასრულებული იყო, რომ არა კაი ჰავერცის მძიმე ტრავმა, რომელიც გერმანელმა გუშინ მიიღო.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ჯერჯერობით, ჰავერცის ტრავმის ზუსტი სირთულე უცნობია, თუმცა უდიდესი ალბათობით, ის არსენალს დიდი ხნით გამოაკლდა, ეს კი მეთოფეების შემტევი რესურსის სიღრმეს სერიოზულად ამცირებს.

სწორედ ამიტომ, დევიდ ორშტეინი იტყობინება, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 10 დღით ადრე არსენალი კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას ეცდება, რათა ჰავერცის დანაკლისი შეავსოს. ჯერჯერობით, ლონდონური გუნდის გარშემო კონკრეტული სახელი არ გაჟღერებულა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები