გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდული ნაკრები საბერძნეთში დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე, 2027 wlis ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 2:0 დასრულდა. ჩვენ გუნდს მეორე ნახევარში სხვაობის შემცირება შეეძლო, როდესაც ლუკა წულუკიძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

პენალტის გაცუდებიდან ოთხ წუთში კიდევ ერთი სტანდარტული მდგომარეობა საბერძნეთმა გოლით დაასრულა. მასპინძლებს სხვა შანსებიც ჰქონდათ, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყეს. საბოლოოდ, საბერძნეთმა 3:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველად წააგო, მაგრამ 5 ქულით მეოთხე ადგილზეა, 12 ქულით ლიდერი საბერძნეთია; გერმანიას 9 ქულით მეორეა; მეოთხე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ ირლანდიას 7 ქულა აქვს.

მომდევნო ტურში რამაზ სვანაძის გუნდი 18 ნოემბერს, თბილისში, გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები