გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ახალი წელი ჩაკვეტაძის საგოლე პასით დაიწყო

გააზიარეთ

2026 წელი და ქართულ ფეხბურთი ერთმანეთს საგოლე კონტრიბუციით შეხვდა – მეკვლე გიორგი ჩაკვეტაძეა, ვინაც ახალი წელი საგოლე პასით დაიწყო.

ჩვენებურის უოტფორდმა საკუთარ მოედანზე ბირმინგემს უმასპინძლა და ტომ ინსის ჰეთ თრიკით 3:0 დაამარცხა.

ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ინსმა, პირველი გოლი, სწორედ „ჩაკის“ შესანიშნავი პასის შემდეგ შეაგდო.

საერთოდ, უოტფორდი ბოლო პერიოდში მაგარ სვლაზეა – ბოლო შვიდ მატჩში ხუთი მოგება და ორი ფრე აქვს. სხვათა შორის, ეს მონაკვეთი ზუსტად ემთხვევა ჩაკვეტაძის ტრავმის შემდეგ დაბრუნებას. შედეგად უოტფორდი ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაწინაურდა: 25 ტურის შემდეგ 41 ქულით მეოთხე ადგილზე აინაცვლა და ელიტაში გადამსვლელ პრეტენდენტთა მარაქაში მყარად გაერია. უოტფორდს, მომდევნო მატჩი, 4 იანვარს, უშუალო კონკურენტ ჰალთან სტუმრად უწევს. ჰალი ასევე 41 ქულით მეხუთე ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები