გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ტაბატაძე გოლებს აგროვებს, კადისი – ქულებს

გააზიარეთ

იური ტაბატაძემ სეგუნდა დივიზონში მორიგი გოლი გაიტანა და კადისს სამი ქულის აღებაში დაეხმარა. კადისელებმა ხიხონს უმასპინძლეს და 3:2 მოუგეს.

ტაბატაძემ მესამე გოლი შეაგდო. მანამდე მისი გუნდი იგებდა – ალვარო პასკუალიმ თავისიანები დააწინაურა, შემდეგ ბრაიან ოკამპომ გაზარდა.

ჩვენებური მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, 72-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და სტუმართა კარი მესამედ აიღო. ხიხონმა დარჩენილ დროში ორი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარაფერი შეძლეს.

კადისი 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მეხუთე ადგილზეა (ფლეი ოფის ზონაში). ტაბატაძეს კი, 17 მატჩში უკვე ექვსი გოლი მოუგროვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები