გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გულიაშვილი სეგუნდა დივიზიონის ლიდერში გადავიდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი გულიაშვილი სეგუნდა დივიზიონის რასინგის ფეხბურთელია. ინფორმაცია თავად ესპანურმა კლუბმა დაადასტურა.

სანტანდერელებმა 24 წლის გულიაშვილი ბოსნიური სარაევოდან დაიმატეს და ჩვენებურთან კონტრაქტი 3,5 წლით გააფორმეს.

„რასინგი და სარაევო ქართველი თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გააფორმა კონტრაქტი, რომელიც 2029 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი“, – წერია კლუბის ვებ-გვერდზე.

გულიაშვილი მესამე ქართველი ლეგიონერი იქნება, ვინც ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის მიმდინარე სეზონში ითამაშებს. შეგახსენებთ, კადისში იური ტაბატაძე ირჯება, ხოლო გრანადას ღირსებას ლუკა გაგნიძე იცავს.

რასინგი 20 ტურის შემდეგ 38 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ ლას პალმასს ქულით, ხოლო ალმერიას, რომელიც მესამეა, სამი ქულით უსწრებს. ხოსე ალბერტო ლოპესის გუნდს უახლოეს მატჩი 10 იანვარს, სარაგოსასთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები