გამოგვიწერეთ

რაგბი

ბათუმმა ლელო დაამარცხა და სარბიელის სინი დაიტოვა

გააზიარეთ

crocobet დიდი 10-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმმა თბილისის ლელო 23:11 დაამარცხა და „სარბიელის სინი“ დაიტოვა.

ზღვისპირელებმა ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს და, ამ დროისთვის, 18 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ლელოს 9 ქულა დარჩა და, ჯერჯერობით, მეექვსე პოზიციაზეა.

„ბათუმი არენაზე“ თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო. ჯარიმა კარში ორჯერ არ დაარტყეს, ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი დაასრულეს. მერე ბათუმმა ბუბა ნოზაძის მიერ გატანილი ორი ჯარიმით ლიდერობა მოიპოვა. ტაიმის ბოლოს თბილისელთა ლამაზი, ხელდახელ შეტევა გიორგი ჩიქოვანის ლელოთი დასრულდა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და ხაზის გაჭრის მომენტში წინპასი დააფიქსირა.

მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში გიორგი ბოლქვაძემ ორი ჯარიმა გაიტანა, რომელთა შორის ერთი ზუსტი დარტყმა ნოზაძემაც შეასრულა და სტუმრები 11:9 იგებდნენ. თუმცა მერე ინიციატივა სრულად ზღვისპირელთა ხელში გადავიდა, რასაც თორნიკე აქუბარდიას ლელო მოყვა და ნოზაძემაც გარდასახა. ბოლოს მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობითაც ისარგებლეს და კოკი თხილაიშვილმა ლელოთი ზღვისპირელთა უპირატესობა გაამყარა. ნოზაძემ ესეც გარდასახა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი