გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბრიტანული მედია: გეთლანდი საქართველოში

გააზიარეთ

საკმაოდ საინტერესო და სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული მედია – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატი ახალ ზელანდიელი უორენ გეთლენდია.

62 წლის სპეციალისტს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელად მიიჩნევა. გეთლენს ყველაზე წარმატებული პერიოდი უელსის ნაკრებში ჰქონდა, სადაც ორჯერ მუშაობდა – 2007-19 და 2022-25 წლებში.

მისი მწვრთნელობის პერიოდში „დრაკონებმა“ ოთხჯერ მოიგო ექვსი ერი და აქედან, სამივეჯერ დიდი სლემით; 2011 და 2019 წლების მსოფლიო თასზე უელსმა ნახევარფინალში ითამაშა. მისივე ხელმძღვანელობით უელსმა ორჯერ მოგვიგო – 2019 და 2023 წლებში.

როგორც ბრიტანელები წერენ, რომ გეთლენდს ეხერხება დისციპლინირებული და ორგანიზებული გუნდების შექმნა. ისეთებისიც კი, რომლებიც შეზღუდულ პოტენციალს მაქსიმალურად იყენებენ. აქედან გამომდინარე ვარაუდოვებ, რომ მისი დანიშვნით საქართველოს ნაკრები ამბიციურ გეგმებზე გავა.

გეტყვით რომ, ამ დროისთვის „ბორჯღალოსნების“ სამ სავარაუდო კანდიდატზე იწერება – გეთლენდი, პიერ-ანრი ბრონკანი და ფრანკ აზემა…

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები