გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

“ბართიშვილი იმ კატეგორიის მოთამაშეა..” – ძაკარდო 16 წლის ქართველ ტალანტზე

გააზიარეთ

ყოფილი იტალიელი მცველი და ამჟამად ფეხბურთში მოქმედი მენეჯერი კრისტიან ძაკარდო ისევ საქართველოში აღმოჩენილ ნიჭიერ ფეხბურთელებზე საუბრობს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება გაიხსენა, არამედ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე გამოყო, რომლებიც მისი აზრით, დიდ მომავალს იმსახურებენ.

ძაკარდომ ხვიჩას კარიერაში საკუთარი როლი და ნაპოლის ოქროს სეზონიც ახსენა:

“როდესაც ხვიჩა ნაპოლიში მიდიოდა, მისი კანდიდატურა მე დავაფიქსირე. შემდეგ ეს გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა, რაც ყველას დიდხანს ემახსოვრება. კვარამ იქ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და ახლა უკვე პარიზში, პსჟ-სთან ერთად, სერიოზულ მიზნებზეა ორიენტირებული — ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა. ვიმედოვნებ, ერთ დღეს ნაპოლი და პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდებიან და ხვიჩას კვლავ ეღირსება აპლოდისმენტები სან პაოლოზე”, – აღნიშნა ძაკარდომ.

მისი თქმით, საქართველოს ფეხბურთში ტალანტების ნაკლებობას არ განიცდიან და ზოგიერთ მათგანს უკვე საერთაშორისო დონეზე აქტიურად აკვირდებიან:

“ზურიკო დავითაშვილი – ის სენტ-ეტიენში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, კარგად გამოიყურება შეტევაში, ქმნის მომენტებს და გოლებიც გააქვს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი გიორგი კვერნაძემ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა – ტექნიკურად დახვეწილი და ძალიან მოუმატა. ასეთი ფეხბურთელები ევროპულ გუნდებს ხშირად აინტერესებთ”, – ამბობს ძაკარდო.

განსაკუთრებული ყურადღება მან 16 წლის ანდრია ბართიშვილსაც დაუთმო, რომელიც ამ ეტაპზე ფოთის კოლხეთი 1913-ის ღირსებას იცავს და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც გამოდის.

“ბართიშვილი იმ კატეგორიის მოთამაშეა, რომელსაც უკვე პატარა ასაკიდანვე შეუძლია ყურადღება მიიპყროს. დინამო თბილისის აკადემიიდან მოდის და ჩემს თვალში ძალიან საინტერესო პერსპექტივა აქვს. დარწმუნებული ვარ, მის შესახებ კიდევ ბევრჯერ მოვისმენთ”, – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი