გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ცნობილია, დაეხმარება თუ არა ივა გელაშვილი იბერიას ევროტურნირებზე

გააზიარეთ

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ივა გელაშვილის მონაწილეობით მოემზადება. 24 წლის ცენტრალურმა მცველმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში გუნდის დატოვებას არ აპირებს და ევროტურნირებზე სწორედ თბილისელებს მოეხმარება.

“ევროთასების პერიოდში იბერიაში ვრჩები. შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა მთავარი ის არის, რომ ჯანმრთელად ვარ, გუნდში კარგი ატმოსფეროა და მალმიოსთან ღირსეული თამაშის იმედი გვაქვს”, – განუცხადა ფეხბურთელმა პირველ არხს.

გელაშვილი ბოლო კვირებში გუნდის რამდენიმე ეტაპზე ვერ გამოჩნდა, მათ შორის ბულგარეთში გამართულ საწვრთნელ შეკრებასა და სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში. სწორედ ამის გამო გაჩნდა ჭორები მის შესაძლო წასვლაზე, მათ შორის ლატვიის კლუბში ტრანსფერზეც ისაუბრეს. თუმცა თავად ფეხბურთელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ლატვიის რფს-თან კონტაქტზე პირველად ახლა გავიგე. სხვა გუნდებიდან ნამდვილად არის გარკვეული ინტერესი, მაგრამ ამ ეტაპზე მთელი ყურადღება მხოლოდ „იბერიაზეა“ მიპყრობილი და მაქსიმალურად მინდა გუნდს ევროპაზე დავეხმარო”, – ამბობს გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იბერია ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის მრავალგზის ჩემპიონ მალმიოს შეხვდება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები