გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია

გააზიარეთ

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი ადრიან მანარინო 6:3; 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩი საათსა და 10 წუთგაგრძელდა. ბასილაშვილმა პირველ სეტში მეტოქეს ერთხელ დააბრეიკა, ხოლო მეორეში – სამჯერ და მატჩი მარტივად წაიღო.

ბასილაშვილმა ალმათიში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო: ორჯერ საკვალიფიკაციოში იმარჯვა, ხოლო სამჯერ ძირითად ბადეში.

ქართველი ყაზახეთში პირველი ნახევარფინალისტია და მეტოქედ ბერძენი სტეფანოს ციციპასი ეყოლება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი