გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

გააზიარეთ

ალმათის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს დანილ მედვედევთან ბრძოლაში 7:6; 1:6; 3:6 დამარცხა.

არადა, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველ სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ და ტაი ბრეიკამდე მივიდნენ. ბასილაშვილმა მე-14 მინი-გეიმში მინი-ბრეიკი გაახერხა და სეტი სათავისოდ წაიღო.

მეორე სეტიდან ყველაფერი შეცვალა: მედვედევი კორტზე სრულად დომინირებდა, ბასილაშვილს კი ჩაწოდება არ წაუვიდა. ორჯერ მეტოქეს გაატანა და…

ჩვენებური ბრეიკით მესამე სეტის დასაწყისშიც ჩამორჩა და მერე მეტოქის დაწევა ვეღარ მოახერხა.

ალმათის ტურნირის შედეგებით ბასილაშვილი TOP 100-ში დაბრუნდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი