გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი რომის მასტერის ძირითად ბადეშია

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს. საამისოდ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მეტოქის დამარცხება მოუწია.

პირველად ბასილაშვილ დანიელ ელმერ მორეს გაეჯიბრა და სამ სეტში აჯობა. მართალია, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი დათმო, მაგრამ თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხა – 4:6; 6:2; 7:6.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში კი, ჩვენებურმა ავსტრალიის წარმომადგენელი რინკი ჰიიკატა მარტივად, ორ სეტში – 6:3, 6:2 დაამარცხა.

ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი