გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეშია

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდში, 1 000-ქულიანი მასტერსის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში პატრიკ კიპსონი სამ სეტში დაამარცხა – 6:7; 7:6; 6:4 დაამარცხა.

მატჩი ორსაათნახევარი გაგრძელდა და საკმაოდ დაძაბულიც გამოდგა. ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებას იგებდა. ასე გაგრძელდა მესამე სეტის მეცხრე გეიმამდე. პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე კიპსონმა 7:2 მოიგო; მეორეში უკვე ნიკამ აჯობა – 7:3; მესამე სეტის მიწურულს მატჩის ერთადერთი ბრეიკი ჩვენებურმა გაახერხა და ძირითად ბადეშიც გავიდა.

შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა იტალიელ სტეფანო ტრავალიას სძლია – 7:6; 6:4.

ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრიელი სებასტიან ოფნერი იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი