გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯიკიჩმა საბერძნეთისთვის ცხრა კალათბურთელი შეარჩია

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები არასრული შემადგენლობით საბერძნეთში მიემგზავრება. გუნდმა ბოლო ვარჯიში მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართა.

ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელი იყო. სერბმა სპეციალისტმა ტრადიციულად კომბინაციების დამუშავებაზე იმუშავა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი, მთავარმა მწვრთნელმა ის ცხრა მოთამაშე დაასახელა, რომელსაც საბერძნეთში იახლებს: გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და საბა გიგიბერია. ათენში წამსვლელთა სიაში ვერ მოხვდნენ: ამირან აროშიძე, დავით ტრაპაიძე, რომან ჭინჭარაული და ლუკა ლიკლიკაძე.

საბერძნეთის დედაქალაქში ჩვენს ნაკრებს ხუთი ლეგიონერი შეუერთდება: მარკიზ რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია, რომლებიც პირველივე ვარჯიშიდან ჯიკიჩის განკარგულებაში იქნებიან, ხოლო თორნიკე შენგელია ათენში მატჩის დღეს, 26 ნოემბერს ჩავა. სწორედ ამ 14 კალათბურთელიდან შეარჩევს ალექსანდრ ჯიკიჩი იმ 12 მოთამაშეს, რომლითაც 26 ნოემბერს საბერძნეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს ხუთი გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ ორი გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.

2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი