გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ბედნიერები ვართ, რომ ლუკა ჩვენთანაა” – კლოზე ლოჩოშვილზე

გააზიარეთ

გერმანიის ნიურნბერგში ლუკა ლოჩოშვილის ახალი ეტაპი დაიწყო. ქართველი მცველი გუნდს უკვე შეუერთდა და ახალ სეზონზე მზადებას იწყებს. გერმანული გამოცემა Bild იუწყება, რომ ლეგენდარული მიროსლავ კლოზე, რომელიც ნიურნბერგის მთავარი მწვრთნელია, ლოჩოშვილზე დადებითად საუბრობს და მისი დამატებით გუნდი ბედნიერია.

მიროსლავ კლოზემ ლუკა ლოჩოშვილი პირველად მხოლოდ ვიდეოზარებსა და სატელეფონო საუბრებში იცნობდა, სანამ ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებდა.

კლოზე აღნიშნავს, რომ ლოჩოშვილის თამაშის მანძილზე სალერნიტანაში მისი გუნდი გენუის სამპდორიასთან დამარცხდა, რის შემდეგაც გადმოსვლის პროცესი დაიწყო.

“ცოტა რთული იყო. ეროვნული ნაკრების მატჩების შემდეგ მას კლუბში პლეი ოფის ორი თამაშიც ჰქონდა. თუმცა, ხშირად ვურთიერთობდით, მათ შორის, ტელეფონით.

ჩვენ ის მშვიდად დავტოვეთ. როგორც კი, შედეგი გადაწყდა, უფრო აგრესიულად ვიმოქმედეთ. ახლა აქ არის და მუშაობას იწყებს.

ბედნიერები ვართ, რომ ლუკა ჩვენთანაა. გასახდელში რომ შემოდის, მართლაც, ცოტა ბნელდება ხოლმე”.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები