გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ლივერპულს მეკარეების დიდი მემკვიდრეობა აქვს და მინდა, რომ…” – მამარდაშვილი

გააზიარეთ

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში დებიუტის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

“როდესაც გასულ ზაფხულს ლივერპულის შეთავაზებას დავთანხმდი, ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი იწყებოდა. მაგრამ ახლა ნამდვილად მესმის, რას ნიშნავს ლივერპულის ფეხბურთელობა.

ძალიან ვამაყობ, რომ ლივერპულის პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და ასევე ქართველი ხალხისთვის.

არასდროს დამავიწყდება ეს დღე – როდესაც ლივერპულთან კონტრაქტი გავაფორმე.

მახსოვს იეჟი დუდეკი, შემდეგ პეპე რეინა და ახლა ალისონ ბეკერი. ლივერპულს მეკარეების დიდი მემკვიდრეობა აქვს და მინდა, რომ ამ მეკარეების მემკვიდრეობაში ჩემი თავი დავწერო.

ვიცი, რა პასუხისმგებლობაც ამ მაისურის ტარებას მოჰყვება. ეს სამკერდე ნიშანი ძალიან ბევრს ნიშნავს ამდენი ადამიანისთვის.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები