გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

მალმეს მწვრთნელი: „უკეთესად ვითამაშებთ და საბოლოოდ გავიმარჯვებთ“

გააზიარეთ

15 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მალმე შვედეთში, საკუთარ მოედანზე საქართველოს ჩემპიონ იბერიას უმასპინძლებს. “ელედა სთედიუმზე” გასამართი მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

საპასუხო დაპირისპირებამდე შვედური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჰენრიკ რიდსტრომი, მედიასთან გამოჩნდა და მოახლოებულ შეხვედრაზე თავისი ხედვა გააჟღერა.

“თბილისში ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ. მართალია, პირველი მატჩის განმავლობაში შეცდომები გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალ შეხვედრაში ბევრად უკეთ გამოვიყურებით. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს – ეს მხოლოდ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი ნახევარი იყო და არაფერია დასრულებული. პირველივე თამაშის შემდეგ ვთქვით, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა რიდსტრომმა.

შვედი სპეციალისტის თქმით, ის მეტოქის ძალებსაც სრულად ითვალისწინებს და მათი სიძლიერის მიმართულებით დეტალურად ისაუბრა.

“რა უნდა ველოდოთ მეტოქისგან? ასეთი ფორმატის თამაშები ყოველთვის გამორჩეულია. პირველ შეხვედრაში მათ ბურთის ფლობის მხრივ სოლიდური დრო ჰქონდათ, თუმცა ძირითადად იმ სივრცეებში, რაც ჩვენ მათ განზრახ დავუთმეთ. ველოდებით, რომ საპასუხო მატჩში უფრო კონტრშეტევებზე იქნებიან ორიენტირებულები, მით უფრო, რომ ორივე ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და ყურადღება მაქსიმალურად მოგვეთხოვება.

რაც შეეხება მათ შეტევებს – რამდენიმე გზით შეგვიძლია მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ზონები, არ დავუთმოთ თავისუფალი სივრცეები და ვიხელმძღვანელოთ როგორც დაცვითი, ისე აქტიური პრესინგის სტილით. ამ გზით შეგვიძლია, როგორც გოლებისგან თავის დაღწევა, ისე შანსების შექმნაც.

დარწმუნებული ვარ, საგოლე მომენტებს აუცილებლად მოვახერხებთ, რადგან ჩვენი გუნდი ამის საშუალებას გვაძლევს და საბოლოოდ, ეს ორმატჩიანი დაპირისპირება ჩვენს გამარჯვებით დასრულდება”, – დასძინა რიდსტრომმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები