გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“ბედნიერი ვარ” – ამორიმი ახალი სეზონისთვის მზადაა

გააზიარეთ

მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა, რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია, თუმცა ამავე დროს ახალი სეზონის გამოწვევებსაც სერიოზულად ეკიდება. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, განხორციელებული ტრანსფერების მიუხედავად, გუნდს მომავალ სეზონში “ტანჯვა” მოუწევს.

ვულვზის მათეუშ კუნიასა და ბრენტფორდის მბეუმოს დამატების შემდგომ, იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს მის განკარგულებაში მყოფი ფეხბუთელების შესახებ შეკითხვა დაუსვეს. ამორიმის თქმით, “წითელმა ეშმაკებმა” სატრანსფერო ბაზარზე ფრთხილად უნდა იმოქმედონ. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციით კმაყოფილია და მზად არის, გუნდთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს.

“ფეხბურთელების დამატებისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ სეზონს ამ შემადგენლობით დავიწყებთ, ბედნიერი ვიქნები. ჩვენ დავიტანჯებით, მაგრამ გუნდში კავშირის განცდა გადამწყვეტია.” – აღნიშნა პორტუგალიელმა.

ამორიმს და მის გუნდს 2025-26 წლების სეზონში დიდი გამოწვევები ელით – გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში განცდილი მარცხისა და პრემიერლიგაში მეთხუთმეტე პოზიციის დაკავების შემდეგ, გულშემატკივრები საყვარელი კლუბისგან როგორც თამაშის ხარისხის, ისე შედეგების გაუმჯობესებას ელიან. ამ მოლოდინების ვერ გამართლების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტური გახდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი