გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ბედოშვილის საქმე: ორბის უპირატესობა სამართალია

გააზიარეთ

ბოლო დროს გახმაურებული თემაა ვახო ბედოშვილის საკითხი. ორბისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთელი კლუბის უკითხავად რუსულ პარი ნიჟნი ნოვგოროდში გადავიდა. როგორც ორბი აცხადებს, სამართლებრივ დავას აპირებს.

გვინდა ავხსნათ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს შემდეგში განვითარებულ მოვლენებს.

FIFA ძალიან მკაცრად იბრძვის ასეთი შემთხვევების წინააღმდეგ, რათა დაიცვას კლუბების ინტერესები და ფეხბურთში სტაბილურობა შენარჩუნდეს. ასეთი ქმედება, ფაქტობრივად, „კონტრაქტის დარღვევაა“. ეს კი ძალიან სერიოზული საკითხია და, თუ ფეხბურთელი გადადის სხვა კლუბში მოქმედი კონტრაქტის არსებობისას კლუბის ნებართვის გარეშე, გამოიწვევს მძიმე შედეგებს.

ფეხბურთელისთვის:

დისკვალიფიკაცია რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე; ფინანსური სანქციები, რაც სოლიდურ ჯარიმებამდე მიდის; ძველი კონტრაქტის ვალდებულებების შესრულება; რეპუტაციის დაზიანება;

ახალი კლუბისთვის:

ტრანსფერის აკრძალვა რამდენიმე სეზონით; ფინანსური კომპენსაცია ძველი კლუბისთვის; FIFA-ს სანქციები;

ძველი კლუბისთვის:

კომპენსაციის მიღების უფლება; სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა;

როგორც უკვე გითხარით, ორბი აპირებს სამართლებრივ დავას და FIFA-ს რეგულაციებით სასამართლოში უპირატესობით იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები