გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“ვიწყებთ სამართლებრივ დავას ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ” – ს.კ ორბი

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის, ვახო ბედოშვილის რუსეთში გადაბარგების შემდეგ, ორბი პირველი განცხადებით წარსდგა. კლუბი ფეხბურთელისა და პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებებს ფიფას რეგულაციების დარღვევად აფასებს და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს ამზადებს.

ს.კ. ორბი-ს ოფიციალური განცხადება:

„გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენი კლუბის პოზიცია:

ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან. ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. ორბთან და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში – პარი ნიჟნი ნოვგოროდში.

როგორც ფეხბურთელის, ასევე, პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები არღვევს ფიფას რეგულაციებს, რითაც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფას შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ.“

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი