გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ბელარუსს საქართველო მასპინძლად უნდა

გააზიარეთ

ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩების ჩატარებას საქართველოში აპირებს. ინფორმაცია თავად ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბელარუსს (რუსებთან ერთად) UEFA-ს ტურნირებზე თამაში აუკრძალეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დააბრუნეს (რუსების გარეშე), მაგრამ საშინაო მატჩების ჩატარების უფლება ნეიტრალურ სტადიონზე მისცეს.

ETABLO.GE-ს გვქონდა ინფორმაცია, რომ ბელარუსები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2027 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გამართვა საქართველოში სურდა. ამ ცნობის დასადასტურებლად ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს წერილი მივწერეთ, საიდანაც შეგვატყობინეს რომ მათი ეროვნული გუნდი “საშინაო მატჩებს” უნგრეთში ითამაშებს, ხოლო ახალგაზრდული ნაკრები – საქართველოში.

ბელარუსებს შერჩეული აქვთ ქალაქიც და საშინაო მატჩების გამართვას გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე აპირებენ. ჩვენი ინფორმაციით, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციასა და გორის მერიას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები