გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია – პსჟ ტრანსფერს უახლოვდება

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებისთანავე პსჟ-მ დაცვის გაძლიერებაზე დაიწყო მუშაობა, მთავარი სამიზნე კი ბორმუთის მცველი ილია ზაბარნია.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ უკრაინელ მცველს პარიზულ გრანდში გადასვლა სურს. ზაბარნიმ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ გასულ თვეში შეათანხმა, რის შემდგომაც ის კლუბებს შორის გარიგებას ელოდება.

რომანოს ინფორმაციით, პსჟ უახლოეს დღეებში ბორმუთს ახალი და გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართავს, რადგან ზაბარნის ტრანსფერი მათთვისაც პრიორიტეტულია.

ამავდროულად, იწერებოდა ლონდონის ტოტენჰემის ვარიანტზე, თუმცა რომანოს თუ დავუჯერებთ, ინგლისური გუნდი საქმეში აქტიურად ჩართული არაა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები