გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბერძნები საქართველოსთვის საქართველოს მოქალაქით ემზადებიან

გააზიარეთ

საქართველოს კალათბბურთელთა ნაკრები აგვისტოს ბოლოსკენ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც ერთ-ერთ მეტოქედ საბერძნეთი ეყოლება. ჩვენი ნაკრების მსგავსად გაფართოებული შემადგენლობა ელადელებმაც დაასახელეს. მიუხედავად დანაკლისისა, მეტოქეს მაინც სერიოზული ნაკრები ჰყავს. თავდაპირველად ვასილის სპანულისის განკარგულებაში 19 კალათბურთელი იქნება, რომელთაგან ევრობასკეტისთვის 12-ს შეარჩევს.

ცხადია, გუნდის ლიდერი მილუოკი ბაქსის ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპოა. ნაკრებს უბრუნდება ვეტერანი კოსტას სლუკასი. ბერძნებს ნატურალიზებული კალათბურთელიც ჰყავს – ტაილერ დორსი.

აღსანიშნავია, რომ ბერძნებმა გაფართოებულ შემადგენლობაში უხმეს 20 წლამდე ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ალექსანდერ სამოდუროვს, რომელიც ახლახანს დასრულებულ ამ ასაკის ევროპირველობის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ეს ფაქტი ჩვენთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ სამოდუროვის მშობლები საბერძნეთში საქართველოდან არიან წასული. მართალია, თავად კალათბურთელი სალონიკში დაიბადა, მაგრამ ყველგან მისი ორმაგი მოქალაქეობაა აღნიშნული – საქართველო და საბერძნეთი.

რაც შეეხება დანაკლისს: ბერძნებს ამ ევრობასკეტზე ტომას ვოკაპი, ნიკ კალატესი, იოანის პაპაპეტრუ, ნიკოს როგავოპულოსი და გიორგიოს პაპაიანისი ვერ დაეხმარებიან.

საბერძნეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა კი სრულად ასე გამოიყურება:

კოსტას პაპანიკოლაუ, იანულის ლარენცაკისი, კოსტას ანტეტოკუნმპო, ტაილერ დორსი, ჰომერ ნეციპოგლუ (ყველა ოლიმპიაკოსი), კოსტას სლუკასი, დინოს მიტოღლუ, პანაიოტის კალაიცაკისი, ვასილისი ტოლიოპულოსი, ალექსანდერ სამოდუროვი (ყველა  პანათინაიკოსი), იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი, NBA), დიმიტრის კაციველისი (აეკ), ნიკოს ჰუგასი (ოლიმპია, სლოვენია), ვანგელის ზუგრისი (ლუისვილი, NCAA), ნეოკლეს ავდალასი (ვირჯინია, NCAA), ლეფტერის ლიოტოპულოსი (სენტ ჯონსი, NCAA), ანტონის კარაგიანიდისი, ნასოს ბაზინასი (პრომეთეუსი), ალექსანდერ ნიკოლაიდისი (მარუსი).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში ბერძენთა გარდა მასპინძელი კვიპროსი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი