გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კრის პოლი ლოს ანჯელესში დაბრუნდა – ბოლო ცეკვა კლიპერსში

გააზიარეთ

კარიერის ბოლო წელს კრის პოლი ლოს ანჯელეს კლიპერში გაატარებს – აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულ მედიაში გუშინ გავრცელდა.

40 წლის გამთამაშებელმა გასული წელი სან ანტონიო სპურსში გაატარა, სეზონის დასრულების შემდგომ კი თავისუფალი აგენტი გახდა. პოლს შეთავაზებები მილოუკი ბაქსისგან, შარლოტ ჰორნეტსისგან და დალას მავერიქსისგან ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, ლოს ანჯელესური ფრენჩაიზი არჩია.

პოლმა კლიპერსთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რა დროშიც ხელფასის სახით 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

კალათბურთის აქტიურ მაყურებლებს გემახსოვრებათ, რომ პოლის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წლები სწორედ კლიპერსს უკავშირდება. სიმბოლურია, რომ კარიერის ბოლო წელს, 21-ე სეზონში, კრისი ბეჭდის მოგებას კვლავ კლიპერსში ეცდება.

გარდა პოლისა, ტაირონ ლუს გუნდმა ბრუკ ლოპეზი, ბრედლი ბილი და ჯონ კოლინსი დაიმატეს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი