გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბექა გორგაძე: წილისყრას კარგი პოზიციით უნდა შევხვდეთ

გააზიარეთ

საქართველოს რაგბის ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის ჯერ თბილისში ემზადება. შემდეგ ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც ორ მატჩს გამართავს და ისევ თბილისს დაუბრუნდება.

მოახლოვებულ ტესტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, მომავალი მსოფლიოს თასის წილისყრის წინ კალათები მათი შედეგების მიხედვით დალაგდება.

მატჩების მნიშვნელობაზე ბორჯღალოსანთა მესამეხაზელი ბექა გორგაძე საუბრობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ სამივე თამაშში გამარჯვება მოვიპოვოთ. ვცდილობთ მსოფლიო რეიტინგში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და შესაბამისად, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრას კარგი პოზიციით შევხვდეთ. პირველივე თამაშიდან გვექნება შესაძლებლობა რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და მთავარი გამოწვევისთვის – იაპონიისთვის კარგად მოვემზადოთ. ის, რომ აშშ შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, არაფერს ნიშნავს. ჩვენს წინააღმდეგ ისინი ყოველთვის კარგად თამაშობენ და ჩვენც ვეცდებით მაქსიმალურად დავუხვდეთ. მთავარი გამოწვევა დროის ნაკლებობაა. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ მობილიზებულები ვართ, რათა მაქსიმალურად მზად შევხვდეთ აშშ-სთან თამაშს“, – განაცხადა ბექამ.

8 ნოემბერს ბათუმში აშშ-ს ვეთამაშებით, 15-ში კანადას ვუმასპინძლებთ, 22 ნოემბერში კი, იაპონიას დავუხვდებით. სამივე მატჩის დაწყების დრო 16:00 საათია.

მსოფლიო რაგბი კი, წილისყრას 3 დეკემბერს ჩაატარებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები