გამოგვიწერეთ

ნაკრები

ერთა თასისთვის შემადგენლობა ცნობილია

გააზიარეთ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ ანრი ბრონკანმა ნოემბერში გასამართი 2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის 36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი მწვრთნელის სიაში 21 მორკინალი და ხაზის 15 მოთამაშეა. მათ შორის ისეთი მორაგბეებიც არიან, რომლებიც ზაფხულში გუნდთან ერთად არ ყოფილან.

ნოემბერში სამივე თამაშს თბილისში ვითამაშებთ: 7 ნოემბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე კანადას დავუხვდებით; 14 ნოემბერს იქვე ტონგას ვუმასპინძლებთ; 21 ნოემბერს კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, აშშ-ს ვეთამაშებით. სამივე თამაშის დაწყების დრო 18:00 საათია.

საქართველომ ერთა თასის საწყისი სამი მატჩი ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამივე მოიგო და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. ჩვენებმა ურუგვაის, სამოასა და ჩილეს მოუგეს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი აშშ-ა, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფშია განაწილებული: A ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; B ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) კი საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.

თითოეული გუნდი, ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში, წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნოემბრის ერთა თასის მატჩებისთვის

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლაშა ფხაკაძე (ბორდო), სერგი აბრამიშვილი, გიორგი მელიქიძე (ორივე სტად ფრანსე), ვანო კარკაძე (ოიონა), ლუკა გოგინავა (ბეზიე), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), კახაბერ დარბაიძე (ბიარიცი);

მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (ორივე შავი ლომი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), კოტე მიქაუტაძე (ბრივი), გიორგი ჯავახია (ანგულემი);

მესამე ხაზი: მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), ბექა გორგაძე (პო), ბექა საღინაძე, ბექა შვანგირაძე (ორივე ლიონი);

ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (ანგულემი), თემურ ძოძუაშვილი (შავი ლომი);

მგეზავი: ლუკა მატკავა (ოიონა), დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი);

ცენტრი: გიორგი შველიძე (ბრივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი), გიორგი ხაინდრავა (ნიცა), თორნიკე კახოიძე, ლუკა ტაბატაძე (ორივე შავი ლომი);

ფრთა: ოთარ მეტრეველი, აკაკი ტაბუცაძე (ორივე შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები