გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ბილიკიდან მოედანზე და ბუნდოვანი მომავალი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე დარბაზიდან გამოვიდა და ვარჯიში მოედანზეც დაიწყო. თუმცა, ჯერ, მხოლოდ ინდივიდუალურად.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძე უოტფორდის ფეხბურთელია. კლუბის ვებ-გვერდზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენებურის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.

„გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მუშაობას აგრძელებს. პროცესი ყოველგვარი უარყოფითი რეაქციის გარეშე მიმდინარეობს. სარბენი ბილიკიდან მოედანზე გადავიდა და რთული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებისთვის მუშაობს“, – წერია საიტზე.

ჩაკვეს შესახებ უოტფორდის ახალმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჯერ რა ინფორმაციაც მაქვს, ისაა, რომ ტრავმირებულია. ცდილობს გამოჯანმრთელებას, მაგრამ ვერ გეტყვით, როდის იქნება მზად. მინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, მაგრამ, როდის, ჯერ არ ვიცი”, – თქვა გრასიამ.

მოკლედ, ჩაკვეტაძის მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია…

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები